გიორგი გახარიას შეფასებით, საპენსიო რეფორმა გრძელვადიანი სისტემური რეფორმაა და მისი პირველი შედეგები წლების შემდეგ იქნება

საპენსიო რეფორმა არის გრძელვადიანი სისტემური რეფორმა, რა თქმა უნდა, მისი პირველი შედეგები წლების შემდეგ იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნულით, მან მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ლადო კახაძის კითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, თუ რის გაკეთებას აპირებდა პენსიონერების მხარდასაჭერად.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საპენსიო უზრუნვეყოფის ზრდა პოლიტიკური სპეკულირების თემა არ უნდა იყოს და ის პირდაპირ მიბმული უნდა იყოს ეკონომიკურ ზრდასთან.

„საპენსიო რეფორმა არის გრძელვადიანი სისტემური რეფორმა, პირველი შედეგები წლების შემდეგ იქნება. დღეს არსებობს კონკრეტული სოციალური ჯგუფი პენსიონერების, რომელზეც სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება აქვს, შესაბამისად, აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ,რომ ბიუჯეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მათ განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება და გავზარდოთ პენსიები, თუმცა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ფუნდამენტური, სისტემური ცვლილებაა მათი საპენსიო უზრუნველყოფა, გარკვეული წესების შექმნა საკანონმდებლო დონეზე. ვეცდებით, აქაც გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, თუმცა, საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს და ერთმნიშვნელოვნად, იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ ჩვენი პოზიციის გაცვლას სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებისას, ვეცდებით ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოვიტანოთ, როცა საპენსიო უზრუნვეყოფის ზრდა არ იქნება პოლიტიკური სპეკულირების თემა და პირდაპირ მიბმული იქნება ეკონომიკურ ზრდასთან, ეს იქნება საკმაოდ სერიოზული წინ გადადგნული ნაბიჯი. ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება პრინციპების დონეზე გარკვეული წესების დანერგვა სახელმწიფო-სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში პენსიონერების წინაშე და ვთვლი, ამ თემით პარლამენტს დავუბრუნდებით ბიუჯეტის დამტკიცების ფარგლებში და იმედია, კარგი ახალი ამბები გვექნება“, - განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს