უკრაინის და რუსეთის მიერ გაცვლილ პატიმრებს შორის რეჟისიორი ოლეგ სენცოვი, „რია ნოვოსტი-უკრაინას“ ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკიც და სამხედრო მეზღვაურები არიან

დღეს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს. რუსეთმა უკრაინას გადასცა 35 ადამიანი, მათ შორის ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული რეჟისიორი ოლეგ სენცოვი, ქერჩის სრუტეში დაკავებული 24 უკრაინელი სამხედრო მეზღვაური და კიდევ 10 პოლიტპატიმარი. სენცოვი და კიდევ 10 პატიმარი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დღეს შეიწყალა.

უკრაინამ რუსეთს გადასცა 33 ადამიანი. მათგან 16 პატიმარი პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს შეიწყალა. ამ 16 პატიმრიდან 3 ქალია. უკრაინიდან რუსეთში გამგზავრებულებს შორის პორტალ „რია ნოვოსტი-უკრაინას“ ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკიც არის. მას ბრალად ედებოდა დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარდაჭერა და სახელმწიფო ღალატი.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებსა მეზღვაურებს აეროპორტში დახვდა. ზელენსკიმ ბორისპოლის აეროპორტში განაცხადა, რომ პირველი სატელეფონო საუბარი ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან 7 აგვისტოს ჰქონდა და უკრაინამ ყველაფერი გააკეთა თავისი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

გაცვლა დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელიც ამ ფაქტს მიესალმა.

იხილეთ ვიდეო: როგორ დახვდნენ გაცვლილ პატიმრებს რუსეთსა და უკრაინაში - განსხვავებას რამდენიმე წამში მიხვდებით

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა