აკაკი ზოიძე - ხელისუფლების ვერტიკალი ისე უნდა იყოს  მოწყობილი, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ შეგრძნება, საჯარო მოხელეები მათ ემსახურებიან და არა პირიქით

ხელისუფლების ვერტიკალი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ შეგრძნება, საჯარო მოხელეები მათ ემსახურებიან და არა პირიქით, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.

დეპუტატი, ასევე, დაინტერესდა, ერთი წლის განმავლობაში რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება სიღარიბის შემცირებისა და ადამიანთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის.

„მთავრობის მთავარი ამოცანა დღეს იმ ადამიანების შემოტრიალებაა, რომელთაც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, იმედი გაუცრუვდათ და თვლიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ერთი წლის თავზე, რაც ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, ეს სწორედ ამ რწმენის დაბრუნებაა, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, რაც კეთდება, კეთდება იმისთვის, რომ კეთილდღეობა იქნას მიღწეული და ის, რომ მთავრობა ემსახურება ხალხს და არა-პირიქით.

ჩემი აზრით, ეს არის ის უმთავრესი კრიტერიუმი, რომელიც მომავლის რწმენას დაგვიბრუნებს, რომელიც ლარის კურსზეც კარგად იმოქმედებს. ასევე, კარგად იმოქმედებს ჩვენი ინვესტორებისა და ახალგაზრდობის რწმენაზეც, რომ ამ ქვეყანაში განათლების მიღებას, მუშაობას და ცხოვრებას დიდი აზრი აქვს, საპენსიო რეფორმა წარმატებული იქნება, თუ ქვეყნის მომავალის გვჯერა“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა