მამუკა მდინარაძე - დღეს პარლამენტში არავინ უსტვენდა და საქმიანი საუბარი იყო

„მმართველ გუნდში მთავრობის ამ შემადგებლობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არ არსებობს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებთან საქმიანი საუბარი წარიმართა და კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს აქ არავინ უსტვენდა და საქმიანი საუბარი იყო. ალბათ, პირდაპირი ეთერებიც იქნებოდა და შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, ვისაც აინტერესებს იმ ადამიანების ხედვა მოისმინონ, ვინც პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებად წარსდგნენ პარლამენტის წინაშე. ჩემი კითხვა შეეხებოდა 20 ივნისს და მივიღეთ პასუხი. პრაქტიკულად ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩვენ ველაპარაკებით საზოგადოებას, რომელსაც ამ კითხვებზე დეტალური განმარტება აინტერესებს", - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო