გია ვოლსკი - გახარიას აქვს მართვის მაღალი უნარი და 2020 წელს სწორედ ასეთი უნარის მქონე ადამიანი გვჭირდება

გიორგი გახარია ჩამოყალიბებულია ყველა მიმართულებით, აქვს მართვის მაღალი უნარი და 2020 წელს ჩვენ სწორედ ასეთი უნარის მქონე ადამიანი გვჭირდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით განუცხადა.

ვოლსკის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წამოყენება სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან მისი მონაცემები საზოგადოების მოთხოვნებს პასუხობს.

მან 20 ივნისთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ ოპონენტებს 20 ივნისის წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებთან გათანაბრება უნდათ.

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა გიორგი გახარიას კანდიდატურა იმდენად, რამდენადაც მისი მონაცემები რეალურად იმ მოთხოვნებს პასუხობს, რომელიც საზოგადოებას აქვს. ის ჩამოყალიბებულია ყველა მიმართულებით, აქვს მართვის მაღალი უნარი და 2020 წელს ჩვენ სწორედ ასეთი უნარის მქონე ადამიანი გვჭირდება. რაც შეეხება 20 ივნისის თემას, ეს მძიმე თემაა, მაგრამ უმჯობესია ეს კითხვა იმ ადამიანებს დავუსვათ, რომლებმაც ეს უბედურება დამართეს ხალხს. კრიტიკული აზრი გიორგი გახარიას მიმართ არ შეწყდება და მუდმივად იქნება. ამას კონკრეტული პირები უწყობენ ხელს. ჩვენ ამ სპეკულაციას ვერ ავყვებით, რადგან აქ გახარიაზე არ არის შეტევა, აქ არის შეტევა გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან, რომლებსაც არათუ კონკრეტული დაშავებული ადამიანები არ აინტერესებთ, არამედ ერთი მცდელობაც არ ჰქონდათ სინანული გამოეთქვათ იმ მძიმე შედეგებზე, როდესაც ადამიანები დახოცეს, ხოლო ჭირისუფლებს არ მისცეს უფლება, კუბოს თავსახური აეხადათ. ვითარება გვქონდა, როცა სახელმწიფო და განსაკუთრებით შსს, კონკრეტული გეგმით, აბსოლუტურად ჩამოყალიბებული სტრატეგიით უტევდა ერს, დახოცა, აწამა და შეურაცხყო. კონკრეტულ ოპონენტებს ამის გათანაბრება უნდათ იმ ვითარებასთან, რაც 20 ივნისს მოხდა.

ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან სწრაფად გაერკვა იმაში, რომ გავრილოვის იმ სკამზე შემოხტომა არ განაპირობებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს და ამ თემით პულსირება არამგონია სწორი იყოს. თუმცა ვაღიარებ, რომ დაშვებული იყო შეცდომები",- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო