„ევროპული საქართველო“ პარლამენტის სხდომას, სადაც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხი განიხილება, არ დაესწრება

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაში, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი გადის, მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას გიორგი გახარიას რეალური სახე უკვე აჩვენა.

„სხდომაზე არ ვიქნებით და მიზეზსაც გეტყვით. „ევროპულმა საქართველომ" უკვე ნათლად აჩვენა მთელ საზოგადოებას ის, რომ გახარია არის უტიფარი და თავხედი მატყუარა, რომელსაც არც ქვეყნის მართვის უნარი აქვს და შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით თვალები დათხაროს და დაადასტურა კიდეც, რომ დასჭირდეს, მომავალშიც ჩაიდენს ამას. „ევროპულმა საქართველომ“ მკაფიოდ და ნათლად აჩვენა მისი ნამდვილი სახე და ის, რომ არანაირი სახელმწიფოებრივი ხერხემალი არ არის, ის ერთი გაფუყული მატყუარაა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, პლენარულ სხდომაზე, სადაც „ქართული ოცნება“ აპირებს მორიგი მასკარადი და თეატრალიზებული წარმოდგენა დადგას, დასწრების აზრს ვერ ხედავს.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველო" პარლამენტის სხდომას, სადაც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხი განიხილება, არ დაესწრება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა