ანრი ოხანაშვილი - პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეფექტიანი მთავრობა იქნება, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ინტერესების გატარებას

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეფექტიანი მთავრობა იქნება, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ინტერესების გატარებას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა 8 სექტემბერს დაგეგმილ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომლის ფარგლებშიც ახალი მთავრობის შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს.

„ლოგიკურია, რომ პროცესს წარვმართავთ რეგლამენტის სრული დაცვით. იქნება გამოსვლები, პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირება და რაც მთავარია, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ სტრატეგია, გეგმა, ხედვა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ზრუნვას ჩვენს საზოგადოებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს მთავრობა და მისი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიგვაჩნია, რომ იქნება სწორედ ეფექტიანი მთავრობა, რომელიც მოემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესების გატარებას და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის მხრიდან მათ სრული მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს გიორგი გახარიას ნათქვამს 20 ივნისის შესახებ, რომ ეს გავრილოვის ღამე კი არა, პარლამენტის შტურმით აღების მცდელობის ღამე იყო, ასე უპასუხა: „ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ იყო პარლამენტის შენობის შტურმით აღების მცდელობა და ეს იყო შესაბამისად ფაქტი არა შეფასება“.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი - შევქმენით პრეცენდენტი, თუ როგორ შეიძლება აწარმოო თანამედროვე პოლიტიკური საარჩევნო კამპანია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ "მთავარი არხისა" და "TV 1"-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
ნანა დევდარიანი - გაუპატიურების, ძალადობის, ცემის, წამების ამსახველი კადრები არავის დავიწყებია (R)
არჩილ ბენიძე - მწამებლებისა და მკვლელების დასჯა ერთადერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია (R)
„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)