რუსეთში რეგიონული და დუმის გამოკლებული წევრების არჩევნები გაიმართება

8 სექტემბერს, რუსეთის მთელ რიგ რეგიონებში, მათ შორის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში რეგიონალური და დუმის გამოკლებული წევრების არჩევნები გაიმართება.

რუსეთი სხვადასხვა დონის არჩევნებზე 19 რეგიონის მეთაურს, სამი ადმინისტრაციული ცენტრის მერს, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებს და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოთხ დეპუტატს აირჩევს.

რეგიონალური არჩევნებს წინ მოსკოვში მასობრივი გამოსვლები უძღოდა. ქუჩის საპროტესტო აქციების მიუხედავად, მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში რეალური ოპოზიციონერების დიდი უმრალესობა არ დაარეგისტრირეს. ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ თავის მომხრეებს შესთავაზა ე.წ. „ჭკვიანი ხმის მიცემა“, ანუ იმ ოპოზიციონერების მხარდაჭერა სხვადასხვა პარტიებიდან, რომლებსაც მმართველი „ედინაია როსიას“ წარმომადგენლების დამარცხების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ შარშან არაპოპულარული საპენსიო რეფორმის გატარების გამო, მმართველმა პარტიამ სამ ოლქში წააგო გუბერნატორების არჩევნები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო