ზურაბ ჭიაბერაშვილი - გახარია-გომელაური-ღარიბაშვილით ივანიშვილმა ჩამოაყალიბა სამხედრო კაბინეტი

გახარია-გომელაური-ღარიბაშვილით ივანიშვილმა ჩამოაყალიბა სამხედრო კაბინეტი, რათა გააგრძელოს საქართველოსთვის რუსეთის გუბერნიის დამკვიდრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, რუსული პოლიტიკის გაგრძელება შეინიშნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებაშიც, რომელმაც საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას უკრაინის საკითხი არ ახსენა. ჭიაბერაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" რუსული სცენარით მართვის საშუალება არ მიეცემა.

"სწორედ ამიტომ არ ახსენა გახარიამ საგარეო მიმართულებით უკრაინა. ამით გააგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ ივანიშვილს სურს საქართველოს შეუნარჩუნოს რუსეთის გუბერნიის სტატუსი," - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო