ბექა ნაცვლიშვილი გიორგი გახარიას - 20-21 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, იქნებოდა თუ არა კარგი პრეცედენტი, რომ გადამდგარიყავით?

20-21 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, იქნებოდა თუ არა კარგი პრეცედენტი, რომ გადამდგარიყავით? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ყოფილ შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უნდა უყარონ კენჭი.

ბექა ნაცვლიშვილმა გიორგი გახარიას ჰკითხა, იქიდან გამომდინარე, რომ 20 ივნისის ღამეს ძირითადად დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებიც შეტევაში არ მონაწილეობდნენ და უბრალოდ მომიტინგეები იყვნენ, რამდენად კარგი პრეცენდენტი იქნებოდა გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომა.

ამასთან, დამოუკიდებელმა დეპუტატმა პრემიერობის კანდიდატს მისი პროგრამიდან გამომდინარე ჰკითხა, მიაჩნია თუ არა, რომ საქართველოში უნდა იყოს დადგენილი მინიმალური ხელფასი.

„თქვენ იცით, რამდენია საარსებო მინიმუმი საქართველოში? და თუ არ იცით მაშინ, რამდენი უნდა იყოს, ზოგადად, რა უნდა იყოს ერთი ადამიანის შემოსავალი, რომ ის გადარჩეს, ანუ ფიზიკურად შენარჩუნდეს საქართველოში?

იცით, რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში 500 ლარზე ნაკლები ხელფასი? თუ არ იცით, მე გეტყვით - 229 000 ადამიანს ანუ თქვენ რომ საუბრობთ უმუშევრობაზე თუ 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს ადამიანს და ეს არ ჰყოფნის, ექნება თუ არა მას მოტივაცია ზოგადად რომ დასაქმდეს? გინახავთ საიტი jobs.ge? - შედით და ნახეთ, რა სამსახურების შემოთავაზებებია. უმუშევრობის პრობლემა კი არ არის ქვეყანაში, დაბალი შემოსავლების, ხელფასების პრობლემაა,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა