ეკა ბესელია - 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს მეცნო რამდენიმე კადრი, რომელიც ხშირად მინახავს წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით აქციის მონაწილეები

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს მე მეცნო რამდენიმე კადრი, რომელიც ხშირად მინახავს წინა ხელისუფლების დროს დარბევებისა და უკანონო თავდასხმებისას, როდესაც ჩვენ ვიყავით აქციის მონაწილეები, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

დეპუტატი დაინტერესდა, რატომ ვერ მოხერდა 2 სამართალდამცველის გარდა, იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, ასევე რატომ არ წარმართა თავიდანვე გამოძიება პროკურატურამ.

„მინდა გკითხოთ 20-21 ივნისს ამ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე. არაერთხელ გამომითქვამს ჩემი აზრი იმ ტრაგიკული და ანტისახელმწიფოებრივი შეცდომის გამო, რაც პარლამენტში მოხდა. პარლამენტმა დაუშვა ის ცნობილი შეცდომა, რაც საზოგადოებამ იხილა.

ამის შემდგომ იყო უკანონო ქმედებები ცალკეული პირების მხრიდან პოლიციელების მიმართ და პირველ ნაწილში ჩვენ ვნახეთ ეს უკანონო, პარლამენტში შემოჭრის ფაქტები. მაგრამ მეორე ნაწილში, აშკარად იყო არაპროპორციული ძალა გამოყენებული. ცალკეულ კადრებს როდესაც ვუყურებთ, მე მეცნო რამდენიმე კადრი, რომელიც ხშირად მინახავს იმ დარბევებისა და უკანონო თავდასხმებისას, წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით აქციის მონაწილეები. ჩემი კითხვა სწორედ ამ ნაწილშია. თუ არ ვცდები მხოლოდ 2 პირია იდენტიფიცირებული. რატომ ვერ მოხერხდა იმ სამართალდამცველების იდენტიფიცირება, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და არაპროპორციული ძალა გამოიყენა, სხვების იდენტიფიცირება რატომ ვერ მოხერხდა აქამდე? რატომ ვერ მოხერხდა ის, რომ ინტერესთა კონფლიქტის განცდა რომ არ გაჩენილიყო უწყებრივ დონეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთოდ არ ყოფილიყო გამოძიების პროცესში ჩართული და გამოძიება სრულად წარემართა პროკურატურას? ახალი კანონით, რომელიც სამწუხაროდ გადავადდა, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი უნდა იძიებდეს ამ საკითხებს“, - განაცხადა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს