ნინო წილოსანმა გიორგი გახარიას პრემიერის ფონდით დაფინანსებული საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდებისთვის საჯარო უწყებებში დასაქმების კვოტების შემოღების წინადადებით მიმართა

ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პრემიერის ფონდით დაფინანსებული საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდებისთვის საჯარო უწყებებში დასაქმების კვოტების შემოღების წინადადებით მიმართა.

„პრემიერის ფონდი აფინანსებს ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლას, მაგრამ ხომ არ ვიფიქროთ მათი დაბრუნების შემთხვევაში დასაქმების კვოტების შემოღება საჯარო უწყებებში, იმისთვის, რომ ის რესურსი, რომელსაც ჩვენ ჩავდებთ მათი განათლებისთვის, საბოლოო ჯამში, მათივე რეალიზებას მოხმარდეს ჩვენ ქვეყანაში, მოხმარდეს მათივე დასაქმებას ქვეყნის სასარგებლოდ. მინდა გკითხოთ, რას აპირებთ და რას გეგმავთ ახალგაზრდებთან მიმართებაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უნდა უყარონ კენჭი.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარმოდგენილი განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური თუ სხვა პროგრამები, ახალგაზრდებზე მოქმედებს დღეს, ისევე როგორც იმოქმედებს ხვალ. ამიტომ, როგორც არასდროს, საჭიროა მათთან კომუნიკაცია.

„დარწმუნებული ვარ, რომ როგორც არავინ, თქვენ ამას ყველაზე კარგად აღიქვამთ. თქვენსავე დაქვემდებარებაში არის ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებთან მუდმივ კომუნიკაციაზე ყოფნით გეგმავს მნიშვნელოვან პროექტებს და კონკრეტულ გეგმებს მათი განვითარებისთვის და საბოლოოდ ჯამში, მათი რეალიზებისთვის. სწორედ ამ გეგმებზე მინდა ისაუბროთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა