პატრიარქი - როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა

არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა. ეს არის ოჯახის ფასეულობა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ამასთან, პატრიარქმა მრევლს მეუღლეთა მფარველი წმინდანების - ადრიანეს და ნატალიას ხსენების დღე მიულოცა და მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"გილოცავთ ადრიანე და ნატალიას დღესასწაულს. მრავალი თქვენგანი ატარებს ნატალიას სახელს, ვულოცავ ანგელოზის დღეს. მე მინდა, ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა. ეს არის ოჯახის ფასეულობა. ამ დღეებში ჩვენთან ჩამოსული იყო უნგრეთის პრეზიდენტი, თქვენ იცით. მას აქვს გამოცხადებული 2020 წელი ოჯახის ფასეულობათა წლად. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამის შესახებ. მე არაერთხელ გაგახსენეთ თქვენ, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა - დამლოცე დედაო, დამლოცე მამაო. ბიბლიაში წერია: "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა." ამას შეგახსენებთ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, გახარებული იყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი ოჯახი მოგცეთ ღმერთმა,"- ბრძანა პატრიარქმა.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო