გიორგი გახარია - დესტრუქციულ პოპულისტურ ძალებს საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ახალგაზრდები აიფარონ ფარად

ერთმნიშვნელოვნად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. ამაზე იქნება დამყარებული ყველაფერი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უნდა უყარონ კენჭი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის მიერ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მასშიც, როდესაც დღევანდელი მომიტინგეების ასაკის იყო, ხშირად აღშფოთებას იწვევდა პარლამენტის ტრიბუნიდან გამოთქმული მოსაზრებები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალგაზრდები დესტრუქციულმა ძალებმა არ გამოიყენონ.

„ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, შეიძლება ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები დღეს იყვნენ გარეთ საყვირით ხელში, მათ აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდეს, ჩვენც ასეთები ვიყავით, ძალიან კარგად მახსოვს დაახლობით ის ასაკი და ძალიან კარგად მახსოვს ჩემში რამხელა აღშფოთებას იწვევდა ხშირ შემთხვევაში სწორედ აი ამ ტრიბუნიდან გამოთქმული მოსაზრებები. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფრის მიუხედავად, უნდა გავაკეთოთ ორი რამ. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ახალგაზრდები და არ უნდა მივცეთ დესტრუქციულ პოპულისტურ ძალებს საშუალება, რომ ისინი აიფარონ წინ ფარად და ამის ერთადერთი გზაა მათი მაქსიმალური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ახალგაზრდობა არის ერთადერთი ძალა, რომელთანაც მთავრობას თმენის ვალდებულება აქვს. „ამ ვალდებულებას როგორმე თავს გავართმევთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ნინო წილოსანის ინიციატივას, რომ პრემიერის ფონდით დაფინანსებული საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდებისთვის საჯარო უწყებებში დასაქმებისთვის კვოტებისდაწესდეს, გახარიამ განაცხადა რომ ყველაფერი გაკეთდება ფონდის ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრდების დასაქმებისთვის.

„ მე როგორც ვიცი პრემიერის ფონდიდან დაახლოებით 800 ახალგაზრდაა დაფინანსებული და შემოდგომისთვის 600 უკვე დაბრუნდება საქართველოში, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ მართი ადაპტირება, სოციალიზაცია და დასაქმება პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებში იყოს ეფექტური და სწრაფი,“-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა