გიორგი გახარია - ქვეყანა განვითარების ისეთ ეტაპზეა, რომ ყველა მიმართულებით გვიწევს კომპრომისის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინება

ჩემთვის მიუღებელია თემა, რომ კომპრომისი შეუძლებელია. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანა განვითარების ისეთ ეტაპზეა, რომ ყველა მიმართულებით გვიწევს კომპრომისის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ეკა ბესელიას სამართლიანობასა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. პრემიერობის კანდიდატის თქმით, „რაღაცეების უკეთ“ გაკეთებაც შეიძლებოდა, თუმცა პროგრესი სახეზეა.

„რა თქმა უნდა გამოწვევები დიდია, სერიოზულია. აქაც მე ვემხრობი პრაგმატულ მიდგომას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, ნაბიჯ-ნაბიჯით ვისაუბროთ პროგრესზე. მე მესმის, რომ თქვენი პრეტენზიები შეიძლება იყოს გარკვეულწილად ობიექტური, სამართლიანიც, თუმცა იმისთვის, თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მეტი პასუხისმგებლიანი მიდგომა გვქონდეს, უბრალოდ სწორედ უნდა შევაფასოთ ის რესურსი, ის საშუალება რაც გვაქვს და სადამდე შეგვიძლია გადავხტეთ, ეს მანძილი რომ შეგვეშალოს რამხელა რისკის ქვეშ ვაყენებთ ქვეყანას, არ ვამბობთ ხელისუფლებას“,- განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, სასამართლო რეფორმისას გამოყენებულია დასავლეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და არ მიესალმება პროგრესის არ დანახვას, თუკი პროგრესი სახეზეა.

„მესმის, რომ შეიძლება არის საკითხები, სადაც კომპრომისი ურთულესია, შეიძლება, ფასეულობების გადასახედის ჭრილში შეუძლებელიც კი, თუმცა ჩემთვის მიუღებელია თემა, რომ კომპრომისი შეუძლებელია. სამწუხაროდ დღეს ქვეყანა განვითარების ისეთ ეტაპზე მდებარეობს, რომ ყველა მიმართულებით გვიწევს კომპრომისის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინება. აქ ერთადერთი არგუმენტი, პასუხი ჩემი არის, რომ დღევანდელი დღე ამ თვალსაზრისით არის უკეთესი ვიდრე იყო გუშინდელი და მე ვფიქრობ ამაში ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდებით. ვიტოვებ იმედს და ვთვლი, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი მითუმეტეს, როდესაც ვითვალისწინებ სასამართლო რეფორმის, ურთულესი სისტემის რეფორმის მაგალითებს ისეთი წამყვანი დასავლური ქვეყნებიდან, სადაც ამ რეფორმაზე ათწლეულები მუშაობდნენ. შეიძლებოდა უკეთესიც, შეიძლებოდა უარესიც, მაგრამ ჩემთვის ამ ნაწილში კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროგრესი და ვთვლი, რომ უპასუხისმგებლობაა არ დანახვა და არ დაფიქსირება ამ პროგრესის, თუ ის არის და თუ მას ვხედავთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო