ჰონგ-კონგის მოსახლეობა დახმარებას დონალდ ტრამპს სთხოვს

ჰონგ-კონგის მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას აგრძელებს. ამჯერად ისინი აშშ-ის გენერალურ საკონსულოსთან შეიკრიბნენ.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად ხელისუფლებამ მათ აქციის ჩატარების ნება მისცა. მომიტინგეები აშშ-ს ხელისუფლებას დახმარებისაკენ მოუწოდებდნენ. მათ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჰონგ-კონგის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებისაკენ მოუწოდეს იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეთა მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ბრიტანეთის კოლონია იყო და ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა. საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებები ხშირია, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო