სოფო კილაძე - ჩვენი პოლიტიკის მთავარ მიზნად ადამიანი და მისი კეთილდღეობა განვსაზღვრეთ

ჩვენ ჩვენი პოლიტიკის მთავარ მიზნად ადამიანი და მისი კეთილდღეობა განვსაზღვრეთ, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მთავარი ინდიკატორი სტრასბურგის სტატისტიკაა.

„ჩვენ ჩვენი პოლიტიკის მთავარ მიზნად ადამიანი და მისი კეთილდღეობა განვსაზღვრეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა სფეროში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი და ხელშესახები წინსვლა. ჩემთვის ყველაზე მთავარი ინდიკატორი ეს არის სტრასბურგის სტატისტიკა“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, გასულ წელს, სტრასბურგს სარჩელით 100-ზე ნაკლებმა ადამიანმა მიმართა მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში ყოველწლიურად ეს რიცხვი ოთხასს აჭარბებდა.მისივე განცხადებით, გამოწვევები ჯერ კიდევ არის, რაზეც ხელისუფლება ერთიანი ძალისხმევით მუშაობს.

„შემიძლია დავარწმუნო საზოგადოება, რომ ყველა ის ხარვეზი, რომელიც არის, ამის გამოსწორებაზე ნამდვილად, მთლიანი, ერთიანი ძალისხმევით ვმუშაობთ“, - აღნიშნა სოფო კილაძემ. მისივე განცხადებით, გიორგი გახარია და მისი კაბინეტი იქნება თანმიმდევრული და ეფექტიანი ამ პოლიტიკის განხორციელებაში.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს აქვს სისტემური ძლიერი ხედვა და მან ბევრი სისტემური რეფორმა განახორციელა მეტად საპასუხისმგებლო პოზიციების შესრულებისას. სწორედ, ამიტომ მე მხარს ვუჭერ გიორგი გახარიას და მის ახალ კაბინეტს“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა