ირაკლი კოვზანაძე - მთავრობას აქვს რეალისტური ხედვა და ორიენტირებული იქნება საქმეზე

დასაფასებელია, რომ მინისტრობის კანდიდატები არ გამოსულან პოპულისტური განცხადებებით და დაპირებებით. ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას აქვს რეალისტური ხედვა და ორიენტირებული იქნება საქმეზე, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მისთვის, როგორც პროფილური კომიტეტის ხელმძღვანელისათვის, უმთავრესია, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობას. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარეშე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და სოციალური საკითხების მოგვარება წარმოუდგენელია.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა მიზნად ისახავს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებას, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სრულყოფას, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის მომზადებას, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს, მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ შესაბამის სფეროში, ვიცნობთ თითოეულ მათგანს და მიმაჩნია, რომ თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებს წარმატებით გააგრძელებენ“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო