პარლამენტში შავი ზღვის აუზის ნატო-ს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა გაიმართება

9-10 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთისა და ბულგარეთის პარლამენტების ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და პარლამენტის თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში პარლამენტის ადმინისტრაციის როლის საკითხებზე გაიმართება დისკუსია.

9 სექტემბერს, ღონისძიების მონაწილეებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, დეივიდ ჰობსი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე მიმართავენ.

10 სექტემბერს კი სამუშაო შეხვედრა დელეგაციის წევრებისთვის და დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, დახურულ ფორმატში წარიმართება.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები პარლამენტის სასწავლო ცენტრს მოინახულებენ და დისტანციური სწავლების პლატფორმას გაეცნობიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო