ეკა ბესელია - გამოსასწორებელი მოსამართლეები ქვეყანას უვადოდ არ სჭირდება

გამოსასწორებელი მოსამართლეები ქვეყანას უვადოდ არ სჭირდება, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ქვეყანა დაუტოვო მათ, რომლებიც ერთდროულად ასამართლებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობის შემქმნელები იყვნენ და თავად იყვნენ ამ ძალადობის დამკანონებლები.

როგორც ბესელია ამბობს, ქვეყანას არ უნდა დავუტოვოთ უვადოდ უსამართლო ადამიანების ხელში სამართალი, რადგან ეს არის დაუშვებელი კომპრომისი.

„მე თქვენ თებერვალში დაგტოვეთ, იმიტომ, რომ სრულიად განსახვავებულად შევხედეთ მე და თქვენ იმ მთავარ დანაპირებსა და ღირებულებას, როცა მაშინ ჩვენ ერთად დავდექით, 1 ოქტომბერს და ეს არის სამართლიანობა. როდესაც, ბატონო გიორგი, თქვენ საუბრობდით სისტემაზე, რომ თქვენ სისტემას უყურებთ და არა გვარებს, ამ გვარებზე გადიოდა სწორედ ის ძალადობრივი სისტემა. ამ გვარებმა აწამეს ის ადამიანები და ამ გვარებმა იმსხვერპლეს სწორედ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომელზეც კარლო კოპალიანი საუბრობდა. ამ გვარების გარეშე ის სისტემა არ არსებობს. და იმ სისტემის შეცვლისთვის ძალიან ბევრი წელი ვიშრომეთ და ვიწვალეთ, ვიომეთ, ვიბრძოლეთ და 2017 წლიდან გამოჩნდა, რომ იმ სისტემამ დაიწყო ფეხზე დადგომა, აღზევება და რაღაც პერიოდში, გაიმარჯვა კიდეც, იმ ცვლილებებზე, იმ მცდელობაზე, იმ ძალისხმევაზე, იმ დანაპირებზე, იმიტომ, რომ კომპრომისი, რომელიც დაშვებულებული იქნა მაშინ ჩინჩალაძის კლანთან, ეს კომპრომისი იყო მარცხის გზა. ეს კომპრომისი იყო სისტემის დარჩენის ღია მაგალითი,“ – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია კენჭისყრაზე შევა პარლამენტში, ყველა რეფორმას დაეკარგება აზრი.

„მგონია, რომ იმ ადმიანებმა უღალატეს მთავარ დანაპირებს ვინც თქვა, რომ ცუდი საქმეების გამკეთებელი მოსამართლეები კარგები გახდნენ. შეიძლება კარგი გახდეს და გამოსწორდეს ბიუროკრატი, პოლიციელი, პროკურორი, მოხელე, დეპუტატიც კი, მაგრამ გამოსასწორებელი მოსამართლეები არ სჭირდება ქვეყანას უვადოდ. ეს ის სივრცეა სადაც არ დაიშვება კომპრომისი. ამ ადამიანებს არ აუტოკდებათ წარბი, ისე გაგასამართლებენ თითოეულ თქვენგანს. ყველანი შევიცვლებით, მაგრამ ამ ქვეყანას არ უნდა ვუტოვებდეთ უვადოდ უსამართლო ადამიანების ხელში სამართალს. ეს თქვენ ყველას დაგჭირდებათ, თქვენს მომავალს, შვილებს. თუ რამეს ფასი აქვს ამას ექნება ყველაზე დიდი ფასი,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს