ადა მარშანია უმრავლესობას ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ - რა გამოცოცხლებაა დარბაზში?! მოგცათ კარგი „პადაჩა“ „ნაცმოძრაობის“ წევრმა?

რა გამოცოცხლებაა დარბაზში?! მოგცათ კარგი „პადაჩა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა?, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ უმრავლესობას და მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს ნიკა მელიას გამოსვლის დასრულების შემდეგ.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, „ასეთი ოპოზიცია ჰყავს უვარგის ხელისუფლებას“.

„რა გამოცოცხლებაა დარბაზში?! მოგცათ კარგი „პადაჩა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა? ხალხო რა გჭირთ, ხუმრობით გეტყვით, ვამპირები ხართ თქვენ, ამ მონსტრების და აჩრდილების გამოსვლის დროს რომ იკვებებით და ენერგია გემატებათ? რა გჭირთ ხალხო, ამაზე ხარჯავთ თქვენ ენერგიას და შეძახილებს და ჟრიამულია? ენერგია მოდის და მე მიხარია ეს. ეს არ არის დემოკრატია. ეს იცით რა არის? - თქვენ ერთმანეთს ასაზრდოვებთ. ასეთი ოპოზიცია ჰყავს უვარგის ხელისუფლებას. არ უნდა ეკადრებოდეს პატრიოტს, მებრძოლს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეს, პატიოსან, ჭკვიან ხელისუფლებას ასეთი ოპოზიცია. არ უნდა გჭირდებოდეთ, მაგრამ თქვენ ეს ხალხი გჭირდებათ! ეს არის მიზეზი იმისა, რატომ არ ვაძლევთ ხმას ამ მინისტრთა საბჭოს, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც დღეს იქნება დამტკიცებული, რაშიც ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს