გიორგი გახარია დეპუტატებს - მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის ამ სავარძელში

ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი იყო სერგი კაპანაძე ამ სავარძელში, როდესაც პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, სადაც მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, როდესაც ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები გვიდგენენ სტანდარტს, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ოკუპაციის, სამართლიანობის, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია.

„იყო ჩვეულებრივი ლუსტრაცია, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა. მეორე ნაწილმა უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი და ჩვეულებრივად მანიპულირებდა საშუალებით პასუხის გაცემის. სიმართლე გითხრათ, მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვს ამ სავარძელში და სერგი კაპანაძეს შორის. ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი იყო სერგი კაპანაძე ამ სავარძელში, როდესაც პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა. როდესაც ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები გვიდგენენ სტანდარტს, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ოკუპაციის, სამართლიანობის, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. როგორც მინიმუმ ეს არ არის „ევროპული საქართველო“, როგორც მინიმუმ ეს სხვა რაღაცაა. შესაბამისად, ჩვენ ამ ხალხს უნდა ვანახოთ ნამდვილი ევროპული ფასეულობები და პირველ რიგში უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი თავის წინაშე“, - განაცხადა გახარიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია