არჩილ თალაკვაძე ემზარ კვიციანთან დაკავშირებით - პარლამენტში პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, რომელ საქმესთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამოძიების მხრიდან

ამ პარლამენტში პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, თუ რომელ საქმესთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამოძიების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის მომხდარი დაპირისპირების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელებმა ადგილზე სიტუაციის განმუხტვა ეფექტურად შეძლეს. ამასთან, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მომხდარი შესაბამისი ინსტიტუტების საქმეა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ასეთ ფაქტებზე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ. ასე რომ, ამ პარლამენტში პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, თუ რომელ საქმესთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამოძიების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის შესაბამისი ინსტიტუტების საქმე. პარლამენტის საქმე არის საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა მთავრობაზე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რომელმაც მომიტინგეებს სიტყვიერი დაფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა