მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია საუკეთესოდ უხელმძღვანელებს ჩვენს გუნდს

დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია საუკეთესოდ უხელმძღვანელებს ჩვენს გუნდს და ნამდვილად შევძლებთ ყველა დაპირების შესრულებას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე გადასვლა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. ამასთან, მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ხალხი არ ითხოვს გახარიას გადადგომას“.

„ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან და ნამდვილად ბევრჯერ მქონია საშუალება მომესმინა, რომ ისინი ამ შემთხვევაში მხარს უჭერდნენ მთავრობასაც, ბატონ გიორგი გახარიასაც და დეპუტატებშიც თქვენ ნახეთ ეს მხარდაჭერა. რაც შეეხება კითხვას, ვინ იყო ათასობით ადამიანი, ის ათასობით ადამიანი, რომლებიც იდგნენ პარლამენტის წინ, პირველ რიგში იდგნენ იმ ჩვენი ეროვნული ღირსების შელახვის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ ბატონი გავრილოვი ვიხილეთ პარლამენტის სპიკერის სავარძელში. ამ პროტესტს ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, სრულად იზიარებდა. ამ პერიოდის განმავლობაში ამ თემაზე ჩვენც გვქონდა არაერთხელ გამოთქმული მოსაზრებები. ქმედებებშიც გამოისახა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ თავზე აიღო ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს ადამიანები, ნამდვილად, არანაირად არ იყვნენ დაკავშირებულნი ბატონი გიორგის მხარდაჭერა-არმხარდაჭერასთან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს