გია ვოლსკი - გეგმები, რაზეც პრემიერობის კანდიდატმა ილაპარაკა, სწორედ ის არის, რაც ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენთაგანს სჭირდება

გეგმები, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ილაპარაკა, სწორედ ის არის, რაც ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენთაგანს სჭირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვოლსკიმ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ის მომავალი გეგმები, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ილაპარაკა, სწორედ ის არის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს და თითოეულ ჩვენთაგანს სჭირდება. ამიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას და არა იმიტომ, რომ ჩვენ მაინც და მაინც, რადგან ერთი გუნდი ვართ, დახუჭული გვაქვს თვალი, თუნდაც იმ გარკვეულ ნაკლოვანებებზე, რომელიც არსებობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობას მხარი უნდა დაუჭიროს იმიტომაც, რომ წარმოდგენილი კანდიდატები ორიენტირებულები არიან არსებულ ნაკლოვანებებზე და იმ პოზიტიურის გაძლიერებაზე, რომლებიც სტრატეგიულ გეგმებად ჩამოყალიბდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს