პარლამენტის წინ პოლიციამ სამი პირი, მათ შორის ბეჟან გუნავა დააკავა

პარლამენტის წინ ვითარება დაიძაბა, პოლიციამ სამი პირი, მათ შორის ბეჟან გუნავა დააკავა. სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილიას“ გასაპროტესტებლად ბეჟან გუნავა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მივიდნენ. ბეჟან გუნავა და მისი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიიდან „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეების გაძევებას ცდილობდნენ.

დაპირისპირების დროს გუნავას და სამართლადამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.

მანამდე გუნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები "დაქირავებული ერის მოღალატეები" არიან.

"ამათი ადგილი არ არის რუსთაველზე. არანაირი კონტრაქცია არ არის, უბრალოდ რუსთაველი არის ის გამზირი, სადაც ერის ბედი წყდებოდა, სადაც ერის მამები და ეროვნული მოძრაობა იყო. ეს ერის გამყიდველები, რომლებმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩააბარეს, ასიათასობით ადამიანს ქონება წაართვეს, ქუჩაში ბავშვები დახვრიტეს, პირადად მე გამისწორდნენ, ჩვენ ამათ აქედან გავაძევებთ", - განაცხადა გუნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს