საქართველოსა და დანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ დასრულდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა. მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა. როგორც sportall.ge წერს, საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია. 76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. საპასუხო შეტევისას კი უკვე დანიელმა ფეხბურთელმა გაარტყა ბურთი ძელს.

როგორც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა განაცხადა, თუ გავითვალისწინებთ დანიელთა საფეხბურთო დონეს და მათ ვარსკვლავ კრისტიან ერიქსენს, ეს არ არის ცუდი შედეგი.

„ჩემთვის, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი გამოვიდა, ვიდრე როდესაც ჩვენ ესპანეთის ნაკრები დავამარცხეთ. არაერთმა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დაცვაშიც კარგად ვიდექით და მეორე ტაიმში მომენტებიც გვქონდა“, - განაცხადა ვაისმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა