აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 47.38% პროცენტი მოიპოვა, - ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ე.წ. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მეორე „კანდიდატმა“ ალხაზ კვიცინიამ ხმათა 46.19 პროცენტი მოიპოვა.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტური“ 8 სექტემბერს გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობა 65.98 პროცენტი იყო.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026