სულხან სალაძე -  გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ 20 ივნისის საქმეზე თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთა, გამორიცხულია

გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული თანამდებობის პირების, მით უმეტეს, უკვე ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობის გამოკვეთა, პრაქტიკულად გამორიცხულია, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ „ინტერპრესნიუსს“ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს 2 წელი გადაბმულად ვერ დაიკავებს, რადგან წინ საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო როგორ განვითარდება 2020 წლამდე მოვლენები, ამას დრო აჩვენებს.

ამასთან, სულხან სალაძის განცხადებით, მოლოდინი, რომ 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ეჭვები და კითხვები არ დარჩებოდა, თავიდანვე ნაკლები იყო, ხოლო დღეს ეს უფრო რეალურია.

„ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საზოგადოება საუბრობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეხებოდა მაშინდელი შს მინისტრის, როგორც მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ბატონი გახარიას გაპრემიერება პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ამ საქმის მიმართ გამოძიებისკენ წასვლა, კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთა, მით უმეტეს უკვე ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობის გამოკვეთა, პრაქტიკულად გამორიცხულია. ამის მოლოდინი და ამის წინაპირობა რომ ჰქონოდა მმართველ პარტიას, ხელისუფლებას, მაშინ ისინი ბატონ გახარიას არ დაასახელებდნენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავის დროზე და ახლა უკვე ის პრემიერ-მინისტრია“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უნდა აჩვენოს, რომ მზადაა, გამოწვევებს უპასუხოს.

„მგონია, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მიუხედავად იმისა, ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ, რას ვფიქრობთ და რა მიგვაჩნია უფრო სწორ გადაწყვეტილებად, უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ ერთი მხრივ, ის მზადაა, ეკონომიკურ გამოწვევებს უპასუხოს, რეალური ცვლილებები და რეფორმები დაიწყოს ქვეყანაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ის კითხვები, რაც საზოგადოებას ამ დრომდე აქვს, მათ შორის 20-21 ივნისის, პანკისის, ბასიანისა და სხვა მოვლენების შესახებ, ყველა ამ საკითხზე მან უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ მიუხედევად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრია, ეს საკითხები არ მოხსნილა და ყველა სათანადო წესით აგებს პასუხს, ვინც კანონს არღვევს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო