„ბრითიშ ეარვეისის“ პილოტებმა მასშტაბური გაფიცვა დაიწყეს

„ბრითიშ ეარვეისის“ პილოტებმა მასშტაბური გაფიცვა დაიწყეს. ორდღიანი გაფიცვის გამო, რომელიც ორშაბათს დაიწყო და სამშაბათის ჩათვლით გაგრძელდება, დღეში 850-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდება. გაფიცვა ავიაკომპანიას 44.5 მილიონი ევროს ოდენობის ზარალს მიაყენებს ერთი დღის განმავლობაში. პილოტების გაფიცვის მიზეზი ანაზღაურების შესახებ დავა გახდა. მასშტაბური ორდღიანი გაფიცვის გამო ათასობით მგზავრი დაზარალდება.

„რამდენიმეთვიანი მცდელობა იყო, რომ მოგვეგვარებინა ხელფასების შესახებ დავა, ძალიან ვწუხვართ, რომ შედეგამდე ვერ მივედით“, - წერია „ბრითიშ ეარვეისის“ განცხადებაში.

როგორც პილოტების ასოციაციაში აცხადებენ, ავიაკომპანიამ თავისი მოგების გარკვეული წილი მფრინავებს უნდა გაუზიაროს, ვინაიდან პილოტები ღირსეულად შეხვდნენ რთულ პერიოდში მათთვის ანაზღაურების შემცირებას. ახლა კი ავიაკომპანია დიდ მოგებას იღებს და პილოტები ხელფასების მომატებას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: "ბრითიშ ეარვეისის" პილოტებმა მასშტაბური გაფიცვა დაიწყეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს