სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ახალი თანამდებობის, კერძოდ კი, ოპერატიული მუშაკის შემოღება იგეგმება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ახალი თანამდებობის, კერძოდ კი, ოპერატიული მუშაკის შემოღება იგეგმება.

ამას პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები რამდენიმე კანონში - მათ შორის “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ხორციელდება.

არსებული კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებას ანიჭებს, თუმცა აღნიშნული

ფუნქციების შესრულებას მხოლოდ გამომძიებელს აკისრებს.

მომზადებული პროექტის მიხედვით, ოპერატიული მუშაკის ფუნქციად განისაზღვრება სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას გამომძიებელთა დახმარება (ამოსაცნობი პირის ანალოგების მოძიება, შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავების პროცესში დახმარება და ა.შ.).

ოპერატიული მუშაკი თანამდებობაზე კონკურსის საფუძველზე დაინიშნება, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალური წოდება მიენიჭება და მიეცემა უფლება “პოლიციის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი განიმარტა იმგვარად, რომ მასში მოიაზრებიან როგორც გამომძიებლები, ასევე გამომძიებლის სტატუსის არ მქონე პირები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას განახორციელებენ.

ასევე, დაკონკრეტდა „გამომძიებლის“ სტატუსის მქონე პირთა წრე. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად მიიჩნევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ამ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უმცროსი გამომძიებელი და სტაჟიორ-გამომძიებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია.

საკანონმდებლო პაკეტი 10 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა