სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ვადები იცვლება

სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მიერ საქმის ზედამხედველი პროკურორისთვის მიმართვის 20 დღიანი ვადა 14 დღემდე მცირდება, ხოლო სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტულ მტკიცებულებათა შეტანის ვადა საერთოდ უქმდება.

ამას პარლამენტში განსახილველად წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები რამდენიმე კანონში, მათ შორის “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ხორციელდება.

მოქმედი კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია სისხლის სამართლის საქმეზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს: - წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 20 დღისა − მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი ისეთი საგამოძიებო მოქმედების ან საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ზღუდავს, ასევე წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 20 დღისა − სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის შესახებ.

“სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილისათვის ზემოაღნიშნული ვადების ამგვარი დაწესება, მაშინ როდესაც წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე არ სრულდება გამოძიება და შესაბამისად, არ დგება სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა, ერთი მხრივ, აზრს უკარგავს სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის შესახებ ზედამხედველი პროკურორისთვის წინადადებით მიმართვას, რადგან შესაძლოა შესაბამის მოადგილეს სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში სწორედ იმ 20 დღის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების შეტანა სურდეს, ხოლო მეორე მხრივ, შეიცავს გამოძიების ხარისხსა და ეფექტიანობაზე უარყოფითი გავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ვადები იმგვარად შეიცვალოს, რომ ეფექტიანად განხორციელდეს როგორც საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები, ისე სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანა”, - ასეთია საკანონმდებლო ინიციატივის განმარტება.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია.

საკანონმდებლო პაკეტი 10 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა