დავით ჭიჭინაძე - ახალი მთავრობა წინასაარჩევნო მთავრობაა და მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს ნაკლებად გაართმევს თავს

ახალი მთავრობა წინასაარჩევნო მთავრობაა და მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს ნაკლებად გაართმევს თავს, „ქართული ოცნება“ „მოქკავშირის“ ბედს გაიზიარებს, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძე მმართველ გუნდში არსებულ გავლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მოიმატებს „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება.

„დღეს, „ქართულ ოცნებაში“ გავლენიანი ფიგურა კახა კალაძეა. თბილისზე გავლენა კალაძეს აქვს, რადგან თბილისის არჩეული მერია. მართალია, მინისტრთა კაბინეტში მას წარმომადგენელი არ ჰყავს, შესაბამისად, ეცდებიან მის შევიწროებას, თუმცა საპარლამენტო სიაში ჰყავს საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა და ხმების დიდი რაოდენობა მობილიზებული. ამიტომ, არ მგონია თბილისში მას ხმების აღება გაუჭირდეს. თუმცა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, კახა კალაძის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი გახარია შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი გავლენები „ქართულ ოცნებაში“ და ამით ბიძინა ივანიშვილისთვის გახდნენ შეუცვლელი ფიგურები. ანუ, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, რაც უფრო ახლოს იქნება წარსადგენი სია, შიდა პოლიტიკურ ვაჭრობებში დაპირისპირებები მოიმატებს, რასაც არამგონია ხალხისთვის კარგი შედეგი მოჰყვეს.

თავიდანვე ფაქტი იყო, რომ ეს ახალი მთავრობა წინასაარჩევნო მთავრობაა და ისეთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს, რასაც ჰქვია ლარის კურსი, სავაჭრო ბალანსი, ისინი ნაკლებად გაართმევენ თავს. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისევ სიღატაკეში დარჩება. თავად „ქართული ოცნება“ კი, „მოქკავშირის“ ბედს გაიზიარებს“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

ინფორმაციას დავით ჭიჭინაძის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა