სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების სისტემა დაინერგება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების სისტემა დაინერგება. პროკურატურის სისტემაში არსებული სტაჟირების სისტემის მსგავსად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტაჟიორ–გამომძიებელი უფლება-მოვალეობებით გათანაბრებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის უფლება-მოვალეობებთან.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სტაჟიორის თანამდებობაზე პირის დანიშვნა შესაძლებელი იქნება კონკურსის საფუძველზე. ამასთან, სტაჟიორ-გამომძიებელზე გავრცელდება გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

სტაჟიორ-გამომძიებელს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ მიენიჭება და მას არ ექნება ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია.

საკანონმდებლო პაკეტი 10 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა