გენერალთა კლუბი მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს გენერალთა კლუბი მთავრობის ახალ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალთა კლუბიდან აცნობეს.

ისინი ასევე მიესალმებიან იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც მინისტრთა ახალმა კაბინეტმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების კუთხით გააჟღერა.

„დაარსების დღიდან ვცდილობდით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მშენებლობაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. თავდაცვის ახალი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხედვა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მშენებლობის განვითარებაზე, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. საქართველოს გენერალთა კლუბი ჩართულია თავდაცვის სამინისტროს პროექტებში, განსაკუთრებით, აქტიური რეზერვის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში მომზადებისა და ქვეყნის ტოტალური თავდაცვისა კონცეპტის დანერგვაში“,-აცხადებენ საქართელოს გენერალთა კლუბიდან.

საქართველოს გენერალთა კლუბი მზადყოფნას გამოთქვამს, ამ და სხვა ახალ პროექტებში საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობა გააგრძელოს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა