ნათია თურნავა - ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა, რაც 2018 წლის წლიური სტატისტიკის შედეგმაც დაადასტურა. ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მეწარმემ, ქართველმა ინვესტორმა, მიუხედავად გარკვეული შიდაპოლიტიკური გამოწვევებისა, ირწმუნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველია და დებს ფულს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

2019 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის კომენტირებისას, მინისტრმა განაცხადა, რომ განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის წყალობით შესაძლებელი გახდა, 2019 წელს ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო პორტფელის მომზადება.

„საუბარია 3,5 მლრდ. ლარის ინვესტიციაზე ენერგეტიკაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვ. ეს არის რეალური პროექტები, რომელთა განხორციელებაც წელს მალე დაიწყება ან უკვე დაწყებულია და აისახება მომავალი წლის სტატისტიკაში. მათ შორის, ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა ენერგეტიკაში „ნამახვანიჰესი“, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დაიწყება და დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასეთი პროექტია ქუთაისში, სადაც რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობაც დაწყებულია და ა.შ. აღნიშნული ინვესტიცია 2020 წლის სტატისტიკაში აისახება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა