კახა კალაძე - „ქართული ოცნების" პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს

„ქართული ოცნების" პირობებში ჟურნალისტებს მუშაობაში ვერავინ შეზღუდავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასაშუალებებზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მედიას არავინ ერჩის.

„რუსთავი 2" არსებობს, „რუსთავი 2" იყო და იქნება ყოველთვის. ასევე, სხვა მედიასაშუალებებს არანაირი პრობლემა არ ემუქრებათ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში. როდესაც „ქართული ოცნება“ არ იქნება, მიჭირს საუბარი, რა იქნება, თუმცა „ქართული ოცნების" პირობებში არც ერთ მედიასაშუალებას, არც ერთ სააგენტოს, ჟურნალისტებს მუშაობაში ვერავინ შეზღუდავს, ვერავინ შეუშლის ხელს, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის", - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა