თამარ ჩუგოშვილი - მთავრობა მუშაობაში გამოავლენს თავის ეფექტურობას, ძალაუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი კი სრული აბსურდი მგონია

ერთადერთი, რაც მმართველ ძალას სჭირდება, ეს არის მოსახლეობისთვის ეფექტური მმართველობის ჩვენება იმისთვის, რომ სურვილი ჰქონდეთ, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადონ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე 2020 წლის არჩევნებზე მობილიზებისთვის დაინიშნა.

ჩუგოშვილის თქმით, სხვა მიზანი, გარდა იმისა, რომ მთავრობამ ხალხს ეფექტური მმართველობა აჩვენოს, არ არსებობს.

"ერთადერთი, რაც მმართველ ძალას სჭირდება, ეს არის მოსახლეობისთვის ეფექტური მმართველობის ჩვენება იმისთვის, რომ სურვილი ჰქონდეთ, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადონ. ერთადერთი ეს არის, მეტი ინტერესი, ბუნებრივია, ვერ იქნება. გადაწყვეტილება მიღებულია და დანარჩენი, მთავრობა მუშაობაში გამოავლენს თავის ეფექტურობას. რაც შეეხება ძალაუფლების კონცენტრაციას, ამაზე ლაპარაკი სრული აბსურდი მგონია. დეკონცენტრაციისთვის ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. იცით, რომ პარლამენტი იხილავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. საარჩევნო სისტემის ცვლილება უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი იყოს, ბევრი პოლიტიკური ძალა იყოს შიგნით, ძალაუფლების განაწილების პროპორცია იყოს განსხვავებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა ქვეყანაში," - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა