პირებს, რომელთაც მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა აქვთ ჩაბარებული, ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად დასანიშნად გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ

პირებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნად, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში − საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები. მოქმედი კანონი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან პირის გათავისუფლების არც ერთ საფუძველს არ ცნობს.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები კი ითვალისწინებს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან იმ პირთა გათავისუფლებას, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის მიმართულებით.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოქმედი ნორმის დანაწესი მნიშვნელოვნად ზღუდავს გამომძიებლად დასანიშნ პირთა წრეს.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია.

საკანონმდებლო პაკეტი 10 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა