თსუ-ში ღონისძიება - ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომბინირებული ღონისძიება „ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა" გაიხსნა, რომელიც კონფერენციას, სეზონურ სკოლას, გამოფენას მოიცავს. ამის შესახაბ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციამ ერთად შეკრიბა მეცნიერები ევროპის ლანდშაფტების კონვენციასთან მიერთებული ქვეყნებიდან და იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ კონვენციის დოკუმენტი რატიფიცირებული, მაგრამ გააჩნიათ ლანდშაფტური კვლევების დიდი გამოცდილება.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კონფერენციაში მონაწილეობენ თსუ მეცნიერები, პარტნიორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ასევე, ოცამდე წარმომადგენელი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

„ლანდშაფტური მეცნიერება ის დარგია, რომელიც საკმაოდ განვითარებული იყო საქართველოში, ძალიან ძლიერი სკოლა ჩამოყალიბდა თავის დროზე. ეს მიმართულება, ზოგადად, ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, რამდენადაც საქართველო არის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი მსოფლიო რუკაზე, რომელსაც ასეთი მრავალფეროვნება აქვს ლანდშაფტური თვალსაზრისით,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

2000 წელს ფლორენციაში მიღებული კონვენციის მიხედვით, ლანდშაფტი გაგებულია როგორც ტერიტორიული დაგეგმარების, მართვისა და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ობიექტი, რომელიც დიდ როლს ასრულებს საზოგადოების საქმიანობის სხვადასხვა სფეროში - კულტურაში, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თსუ პროფესორმა დავით კერესელიძემ აღნიშნა, რომ კონფერენციასთან ერთად სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა ტარდება, რომელიც ძალიან დიდ გამოცდილებას შესძენს ახალგაზრდა თაობას.

„მსგავსი ხასიათის სამეცნიერო კონფერენციები უნივერსიტეტის სტატუსს ამაღლებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და სჭირდება ეკოლოგიურად მოვლა-პატრონობა. ლანდშაფტი წარმოადგენს ქვეყნის ეკოლოგიურ სახეს. თუ ლანდშაფტს არ მოვუვლით არც ქვეყანა გვექნება მაღალ დონეზე და არც ტურიზმი,“ - განაცხადა თსუ პროფესორმა

ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება გამოფენა, რომლის უმთავრესი მიზანია წარმოჩინდეს საქართველოს ლანდშაფტების მრავალფეროვნება, ქართული ლანდშაფტური სკოლის მრავალწლიანი გამოცდილება და ამავე დროს, მოხდეს საზოგადოებაში ლანდშაფტების მნიშვნელობის და ღირებულების გააზრება და პოპულარიზაცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო