GDG-ის ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალ Devfest-ს დღეს ტექნოპარკი მასპინძლობს

წლის მთავარი ტექნოლოგიური ფესტივალი ბრუნდება - GDG-ის ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალ Devfest-ს დღეს ტექნოპარკი მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, საქართველო არის პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც წელს Devfest პირველად ტარდება.

მათივე ცნობით, ფესტივალში მონაწილეობას იღებს 10-ზე მეტი უცხოელი და ქართველი გამომსვლელი, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა - Google, ADOBE და სხვა. ერთ დღიან დევფესტს ესწრებიან დეველოპერები, დიზაინერები, ციფრული პროდუქტის მენეჯერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირები. მათ საშუალება აქვთ სპიკერებთან ერთად დაესწრონ Codelab-ებს, მოსინჯონ სხვადასხვა ტიპის პროგრამები და ნახონ მათი მუშაობა პრაქტიკაში.

,,პირველად ვარ თბილისში. ნამდვილად მომწონს ეს ქალაქი. მოხარული ვარ, რომ ფესტივალს ესწრება ბევრი ადამიანი, მე წავიკითხე ლექცია თემაზე- Serverless Containers with Knative and Cloud Run’’,- განაცხადა google-ის დეველოპერმა მათე ათემალიმ.

წელს ტექნოპარკში 3 ტიპის არეაა განთავსებული: TechTalks, CodeLabs, Community Area. პირველ სივრცეში მონაწილეებს საშუალება აქვთ მოუსმინონ სპიკერებს, მეორე სივრცე განკუთვნილია Codelabs-ისთვის, რომელიც მიზანმიმართული არის სერვერის აპლიკაციებისთვის- Serverless Containers with Knative and Cloud Run, ხოლო მესამე სივრცე წელს პირველად გაიხსნა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ პირისპირ გაესაუბრონ სპიკერებს, პირადად დაუსვან კითხვები და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

GDG თბილისი, 2012 წლის იანვარში დაარსდა. მისი ვირტუალი ჯგუფი 1000-ზე მეტ ქართველ დეველოპერს აერთიანებს. ღონისძიებებზე დამსწრეთა საშუალო აქტივობა კი საშუალოდ 600 ადამიანია. 2 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტიურობის შედეგად, თბილისის ჯგუფი მსოფლიოს 300–ზე მეტ ჯგუფს შორის, ათეულში და ხუთეულშიც კი მოხვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო