არჩილ თალაკვაძე „გახარიას წერილზე“ - თუ არსებობს ექსპერტიზის შედეგები ან დამატებითი მტკიცებულებები, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში უნდა წარადგინოს

სახელმწიფოს და მათ ინტერესებში შედის ის, რომ საქმე დროულად ამოიწუროს და კითხვებზე, რომლებიც არსებობს, პასუხები გაეცეს, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ექსპერტიზამ სერიოზული შედეგები დადო.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ის მოცემულ საქმეზე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან აღნიშნული გამოძიების პრეროგატივაა.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, მთავარი ის არის, რომ „თიბისი“ ერთ-ერთი წარმატებული საფინანსო ინსტიტუტია ქვეყანაში და მის ფუნქციონირებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

„რაც მთავარია „თიბისი“ , რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული საფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ის იმ კანონმდებლობით და საერთო პირობებით სარგებლობს, რომლითაც სხვა კერძო ბანკები საქართველოში. შესაბამისად, არავითარი საფრთხე „თიბისი ბანკის“ წარმატებას და მომავალ ფუნქციონირებას არ ემუქრება,

რაც შეეხება ხაზარაძეს და მის დავას, ამასთან დაკავშირებით მე პოლიტიკურ კომენტარს არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს არის გამოძიების და მართლმსაჯულების ინსტიტუტების საქმე. მოდით, მივცეთ საშუალება მართლმსაჯულების სისტემას, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. რაც მთავარია, როგორც ჩვენ, სახელმწიფოს, ასევე მათ ინტერესებში შედის ის, რომ ეს საქმე დროულად ამოიწუროს და კითხვები, რომელიც არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხები გაეცეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, წერილთან დაკავშირებით, თუ არსებობს ექსპერტიზის შედეგები, ან დამატებითი მტკიცებულებები, მხარემ უნდა წარადგინოს სასამართლოში.

ცნობისთვის, დღეს ბიზნესმენმა, „თიბისის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც მას გიორგი გახარიამ მისწერა, ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგით დასრულდა.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით კი მუქარის წერილზე, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას გიორგი გახარიამ გაუგზავნა, ექსპერტიზის შუალედური შედეგი გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო