თამარ ჩუგოშვილი კვიციანზე - ყველა დეპუტატს აქვს თმენის განსაკუთრებული ვალდებულება

ყველა დეპუტატს აქვს თმენის განსაკუთრებული ვალდებულება,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებსა და დეპუტატ ემზარ კვიციანს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დეპუტატი ფიქრობს, რომ მას უხეშად მიმართეს, თავშეკავება მართებს.

"კადრების ნაწილი ვნახე. გუშინ თვითონ ვაკვირდებოდი, როდესაც ეს მოვლენები ვითარდებოდა. მე დავინახე, რომ იყო ხმაური, შეხლა-შემოხლა. დანარჩენი ჩემი განსასჯელი არ არის. ამას შეაფასებენ შესაბამისი ორგანოები. თუ არის საფუძველი, რეაგირებაც იქნება.

ყველა დეპუტატს აქვს თმენის განსაკუთრებული ვალდებულება, ამიტომ ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ადამიანი შეიძლება თვლიდეს, რომ უხეშად და ა.შ. მიმართეს, ბუნებრივია, თავშეკავება მართებს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიქცევი",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო