დავით ზალკალიანი - როგორ შეიძლება, საქართველო მედიის არაპლურალიზმში დაადანაშაულო, როდესაც არავის ეზღუდება  მედიამაუწყებლობა?

როგორ შეიძლება, საქართველო მედიის არაპლურალიზმში დაადანაშაულო, როდესაც არავის ეზღუდება არანაირი მედია მაუწყებლობა?, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვაზე, სადაც გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის მედია პლურალიზმის ჭრილში.

„რა თქმა უნდა, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოზიციაა, თუმცა არის დიდი ნაწილი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც შეიძლება, განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. მეც არ ვიზიარებ იმას, რაც არის ამ არასამთავრობოების პოზიციაში გამოხატული, რადგანაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად აღიარებს ჩვენს რეფორმებს, თუნდაც მედია პლურალიზმის თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი და ეს ასახულია იმ საერთაშორისო რეიტინგებში, სადაც საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ზოგიერთ შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

როგორ შეიძლება, საქართველო მედიის არაპლურალიზმში დაადანაშაულო, როდესაც არავის ეზღუდება არანაირი მედიამაუწყებლობა? ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებიც აქ დგახართ, არც ერთი წუთით არ შეზღუდულა თქვენი უფლება. ძალიან კარგად გვახსოვს დრო, როდესაც საქართველოში სატელიტურ თეფშებს აყადაღებდნენ და იყო მედია, რომელიც იყო სრულად კონტროლირებადი ხელისუფლების მხრიდან. კარგი იქნებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს მაშინაც გაეკეთებინათ განცხადება, როდესაც სრულად იყო ეს ყველაფერი მონოპოლიზირებული სახელმწიფოს მხრიდან. საერთოდ, მედია პლურალიზმზე არ მახსენდება საჯარო, ერთობლივი გამოსვლები, რა გამოსვლებსაც დღეს ვხედავთ არასამთავრობოების მხრიდან. უბრალოდ, არ ვიზიარებ მათ პოზიციას, რადგან რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და ამის დასტურია, რომ თქვენ ხართ აქ. თუ თქვენ მეტყვით, რომ თქვენს სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე სახის ზეწოლა იყო, მზად ვარ, გაგცეთ პასუხი, მაგრამ ეს ასე არ არის“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს