„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს

თბილისის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა სამუშაოების ფარგლებში, ვაკის რაიონში – ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ამ ეტაპზე მიმდინარე, 2 კილომეტრის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,აღნიშნული გაზსადენი ძლიერ ამორტიზირებული იყო და ათწლეულების მანძილზე, მისი გაყვანის დღიდან, მასზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. 250 მილიმეტრიანი გაზსადენი სრულად შეიცვალა ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის 350 მილიმეტრიანი მილით. შედეგად, 11 სექტემბრის 08:00 სთ-დან 12 სექტემბრის 10:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონის ნაწილს.

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზმომარაგება შეუწყდება ნინო რამიშვილის ქ. 2 (ჭავჭავაძის I შეს. 2), 12, 14, 14ა, 15, 15ა, 16, 17, 17ა, 19, 20, 22, 21, 21ა, 27, 27/29, 30, 42, 44, 46, 48/2, 42, 44, 46, 48/2, თაქთაქიშვილის ქ. 2, 4, 6, ფალიაშვილის ქ. 25, 27/29, 39, 39ა, 39ბ, 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. ასევე, ი.ჭავჭავაძის გამზ. 25-ში მდებარე დ. აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 14-ში ი.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის IV კორპუსსა და აღნიშნულ კორპუსებში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს, 12 სექტემბრის 10.00 სთ-დან და დასრულდება დღის ბოლომდე.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა.

კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია რაიონის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
“პარტია ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი - ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის  მშენებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე (R)
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში
ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)
დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს