6 წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს 16 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

ექვსი წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს 16 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სემეკის მიერ შემუშავებული მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის გამო კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის გადახდილი კომპენსაციების ჯამმა კი 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ჟურნალისტებთან კომისიის 2013-2019 წლების საქმიანობის ანგარიშზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რაც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გაკეთდა, განპირობებული იყო იმ ძირითადი მოვლენით, რაც არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა. კერძოდ: ამოქმედდა „მომსახურების ხარისხის წესები” სამივე სექტორისთვის, დაინერგა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, დაიწყო „მისტიური მომხმარებლის“ პროექტი; შემუშავდა ინტერაქტიული პორტალი მომხმარებლებისათვის; მოქალაქეებისათვის მომსახურების გამარტივების მიზნით განხორციელდა პროექტები სხვადასხვა უწყებასთან ერთად; დამტკიცდა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესი. მოქალაქეებისათვის სემეკთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით შეიქმნა ქოლცენტრი; სოციალურ ქსელებში კი სემეკის Facebook, Twitter, LinkedIn გვერდები ამოქმედდა; ასევე შეიქმნა სემეკის ახალი ვებგვერდი.

ამ წუთებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე ირინა მილორავა 6-წლიან საქმიანობის ანგარიშს და პრეზენტაციას წარადგენს კომისიის მიერ 2013-2019 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ. ღონისძიებას სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო