„ბრითიშ ეარვეისის“ პილოტების გაფიცვამ 1700 რეისის გაუქმება გამოიწვია

ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ პილოტები დღეს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის მომატების მოთხოვნით გაფიცვას აგრძელებენ. გაუქმებულია 1700 რეისი და ამის შესახებ ათობით ათასმა მგზავრმა მიიღო შეტყობინება. აეროპორტებში განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ შეინიშნება, რადგან გაფიცვა დიდი ხნის წინ იყო გამოცხადებული, მგზავრების უმრავლესობამ ან გეგმები შეცვალა, ან ბილეთები სხვა ავიაკომპანიების ბილეთებზე გადაცვალა, ან კომპენსაცია მიიღო.

კომპანიის ხელმძღვანელობა და პილოტები აცხადებენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა მოლაპარაკებები მათ შორის ჯერ არ მიმდინარეობს.

გაფიცვა დღეს ღამე დამთავრდება, თუმცა რეისების ნაწილი შეიძლება ხვალაც გაუქმდეს.

კომპანიის ისტორიაში ეს პირველი გაფიცვაა, რომელშიც 4000 პილოტი მონაწილეობს. „ბრითიშ ეარვეისის“ ამ გაფიცვის გამო დღეში 50 მილიონ დოლარს კარგავს.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს