კახა კალაძე - არ ვიცი შალვა თადუმაძე სად მოიაზრება, ვიცი მხოლოდ, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და მოსამართლეობაზე თავის კანდიდატურა შეიტანა

მე არ ვიცი შალვა თადუმაძე სად მოიაზრება, ვიცი მხოლოდ, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და შეიტანა თავის კანდიდატურა,- ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, უნდა დაველოდოთ მოვლენებს, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

კალაძემ მოსამართლეობის კანდიდატების სიის შესახებ დასმულ კითვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტი ღიად იმსჯელებს.

"პარლამენტში დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოდგენილ კანდიდატებს დაუსვან შეკითხვები ნებისმიერ საკითხზე. ამას ყველაფერს ნახავს საზოგადოება. პარლამენტს აქვს შესაძლებლობა თავად მიიღოს გადაწყვეტილება",- განაცხადა კალაძემ.

6 სექტემბერს, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია წარედგინა. უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის წინაშე განსახილველად ნომინირებული არიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგაზრ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე, გოჩა ჯეირანაშვილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შალვა თადუმაძის კანდიდატურა მოიაზრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს