სურსათის ეროვნულ სააგენტოს აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) ვეტერინარული პრეპარატების შესანახი მაცივრები გადასცა

DTRA-ს პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონულ სამმართველოებში ვეტერინარული პრეპარატების შესანახი მაცივრები დამონტაჟდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, DTRA-ს წარმომადგენლებთან ერთად, სააგენტოს რეგიონულ სამმართველოებში იმყოფებოდა.

„ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. განახლებული ტექნიკური საშუალებები სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყოს ვაქცინების შენახვის პირობების სრული დაცვა და ეფექტიანად განახორციელოს ღონისძიებები,“-განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათი და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები; სასწავლო პროგრამები ვეტერინარებისათვის ბიოუსაფრთხოების პრინციპების ცოდნის გაღრმავების, ნიმუშების აღების მეთოდიკის, ტრანსპორტირებასთან და დაავადებების კონტროლთან დაკავშირებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს