გია ვოლსკი - შალვა თადუმაძე ღირსეული ადამიანია, რომელიც საკუთარი ქვეყნის სამსახურში თავს კიდევ ბევრჯერ გამოიჩენს

შალვა თადუმაძე ღირსეული ადამიანია, რომელიც საკუთარი ქვეყნის სამსახურში თავს კიდევ ბევრჯერ გამოიჩენს - არ ვიცი, რა პოზიციაზე, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ კითხვას, დაუჭერს თუ არა უმრავლესობა მხარს შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.

“შალვა თადუმაძეს 2011 წლიდან ვიცნობ. არ მახსოვს თემა, რა ფორმატშიც არ უნდა ყოფილიყო კამათი თუ მსჯელობა, გინდ ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით, გინდ სხვა ფორმატში - შალვას მტკიცე პოზიცია არ ჰქონოდა. ის ყოველთვის უკომპრომისო იყო, თუკი სხვა აზრი გააჩნდა. პროფესიონალიზმთან ერთად, მას ეს თვისებაც მოჭარბებულად აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაშია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო